ხატია ბუნიათიშვილი - ვგრძნობ, მსოფლიოს რომელ წერტილშიც არ უნდა ვიყო, სიყვარულითა და ენერგიით მხოლოდ საქართველოში ჩატარებული კონცერტი ავსებს
ხატია ბუნიათიშვილი - ვგრძნობ, მსოფლიოს რომელ წერტილშიც არ უნდა ვიყო, სიყვარულითა და ენერგიით მხოლოდ საქართველოში ჩატარებული კონცერტი ავსებს

პიანისტ ხატია ბუნიათიშვილის კონცერტი ჯანსუღ კახიძის მუსიკალური ცენტრში გაიმართა.

პიანისტმა რახმანინოვის მეორე კონცერტი თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად შეასრულა. კონცერტს ვახტანგ კახიძე დირიჟორობდა.

ხატია ბუნიათიშვილის გამოჩენას სცენაზე განსაკუთრებული ოვაციები მოჰყვა. კონცერტზე დასასწრები ბილეთები ორ საათში გაიყიდა. პიანისტის დატვირთული გრაფიკის გამო, კონცერტის დამატება ვერ მოხერხდა.

„განსაკუთრებული ემოციები მივიღე, ვგრძნობ, რომ სადაც არ უნდა ვიყო, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, სიყვარულითა და ენერგიით ავსებს მხოლოდ საქართველოში ჩატარებული კონცერტი, რადგან აქ ყველაფერი გულწრფელია. მე ვარ სრულიად გულწრფელი და გავცემ უსაზღვრო სიყვარულს, რომელიც ამ ქვეყნისა და ჩემი ხალხისადმი მაქვს. მათგან უშრეტ ენერგიას ვიღებ, ამიტომ ძალიან ბედნიერი ვარ. მე შევივსე მთელი წლის ენერგიით და აუცილებლად დავბრუნდები სხვა პროგრამით“, – განაცხადა ხატია ბუნიათიშვილმა.