ხაშურში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სტადიონის მშენებლობა მიმდინარეობს
ხაშურში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სტადიონის მშენებლობა მიმდინარეობს

ხაშურში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სტადიონის მშენებლობა მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ავრცელებს.

მიმდინარე სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია და ხაშურის მერი გიორგი გურასპაშვილი ადგილზე გაეცნენ.

მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, სამუშაოს ფარგლებში ტერიტორიაზე განთავსდება ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედანი სპორტული განათებით და სარწყავი სისტემით. ასევე, მოეწყობა ტრიბუნები და ღია ავტოსადგომი, სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება დამხმარე შენობა-ნაგებობები. პროექტი ასევე ითვალისწინებს საინჟინრო კომუნიკაციების მოწყობას.

პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 6.1 მილიონი ლარია.