ხაშურში მომხდარ შემთხვევაზე გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო

12:42, 05.06.2025

ხაშურში მომხდარ შემთხვევაზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს.

როგორც ცნობილია, ხაშურში ცხრა წლის ბავშვი სახლში გარდაცვლილი ნახეს, დედა კი უგონო მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს.

მომხდარის შესახებ სხვა დეტალები უცნობია.

მსგავსი