ხაშურში დაჭრილი 30 წლის ქალი თბილისში გადაიყვანეს
ხაშურში დაჭრილი 30 წლის ქალი თბილისში გადაიყვანეს

ხაშურში დაჭრილი 30 წლის ქალი თბილისში, ივანე ბოკერიას სახელობის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

ექიმების შეფასებით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

ხაშურში ახალგაზრდა ქალი გუშინ დაჭრეს. მას გულმკერდისა და მუცლის არეში ბასრი საგნით მიყენებული მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა. ქირურგიული ოპერაცია ხაშურის რეფერალურ საავადმყოფოში ჩაუტარდა.

შსს-მს განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.