ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ხაშურში 500 მოსწავლეზე გათვლილი N4 სკოლის მშენებლობა იწყება.
მათივე ცნობით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შესაბამისი ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გააფორმა.
მომსახურების გაწევის და სამუშაოების შესრულების საერთო ვადად 27 თვე განისაზღვრა.
„500 მოსწავლეზე გათვლილ სკოლაში თანამედროვე სტანდარტების მიხედვით უნდა მოეწყოს საკლასო და რესურსოთახები, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კაბინეტი, სამეცნიერო ლაბორატორია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სივრცე და მუსიკის ოთახი“, – ნათქვამია ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციაში.