ხაშურისა და ქარელის მაჟორიტარულ ოლქში, 12:00 საათის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა 6 319-მა ამომრჩეველმა მიიღო

13:37, 21.11.2020

12:00 საათის მონაცემებით, ხაშურისა და ქარელის მაჟორიტარულ ოლქში რეგისტრირებული 103 798 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა 9.57 პროცენტმა მიიღო, რაც 6 319 ამომრჩეველია.

საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურთან შედარებით, ეს ორჯერ ნაკლებია. პირველ ტურში ამომრჩევლის 20,5 პროცენტი იყო მისული საარჩევნო ყუთთან.

მეთექვსმეტე საარჩევნო ოლქის თავმჯდომარის, იმედო ლაცაბიძის განცხადებით, ამ დროისთვის არც ერთი საჩივარი ოლქში არ შესულა და პროცესი მშვიდ ვითარებაში, დარღვევების გარეშე მიმდინარეობს.

მსგავსი