ხაშურის შემოვლითი გზის დასავლეთის მიმართულებაზე მოძრაობა დროებით შეზღუდულია
ხაშურის შემოვლითი გზის დასავლეთის მიმართულებაზე მოძრაობა დროებით შეზღუდულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღმოსავლეთ-დასავლეთის E60 ავტომაგისტრალის მშენებლობის ფარგლებში, ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთის ახალ გახსნილ ავტობანზე (ქ. ხაშურის შემოვლითი საავტომობილო გზა) №5 (LS) ხიდის გახსნის ღონისძიებებისთვის, საჭიროა კოჭის ამწევი მექანიზმის გადაადგილება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, აღნიშნულის გამო, საერთაშორისო მნიშნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 120-ე კმ-ზე მდებარე აგარების სატრანსპორტო კვანძიდან 135-ე კმ-ზე მდებარე სურამის სატრანსპორტო კვანძამდე მონაკვეთის დასავლეთის მიმართულებაზე აკრძალულია მოძრაობა.

„სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2020 წლის 8 ოქტომბრის  08:00 საათზე, თუმცა გარკვეული ტექნიკური მიზეზების გამო, დასრულება გადაიწევს ორი საათით და ჩაკეტვა დასრულდება 10:00 საათზე. ამ დროის მონაკვეთში აკრძალულია ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო აღმოსავლეთის მიმართულებაზე მოძრაობა თავისუფალია.

დროის აღნიშნულ პერიოდში, დასავლეთის მიმართულებაზე მოძრავი ავტოტრანსპორტი გადაერთვება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის ძველ საავტომობილო გზაზე, ქ.ხაშურის გავლით.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით“, – აღნიშნულია საავტომობილი გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.