ხაშურის შემოვლით, 13 კმ-იან ახალ გზაზე დღეს ავტოტრანსპორტის მოძრაობა იხსნება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ხაშურის შემოვლით, 13 კმ-იან ახალ გზაზე დღეს ავტოტრანსპორტის მოძრაობა იხსნება.

უწყებაში აცხადებენ, რომ ახალი გზის 13 კმ-დან, გზის 11.5 კმ-იან მონაკვეთზე ექსპლუატაციაში შევიდა ავტომაგისტრალის ახალი ოთხი ზოლი, ხოლო 1.5 კმ-იან მონაკვეთზე ავტოტრანსპორტი დროებით იმოძრავებს ორზოლიანი გზით. ახალი გზის საშუალებით გადაადგილების დრო 40-50%-ით შემცირდება და მგზავრობა არსებულ გზაზე ნაცვლად 20 წუთისა, 10 წუთში იქნება შესაძლებელი.