ხაშურის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის შედეგად ეზოები დაიტბორა
ხაშურის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის შედეგად ეზოები დაიტბორა

გადაუღებელი წვიმის შედეგად მოსულმა უხვმა ნალექმა ხაშურის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. ხაშურში, ბორჯომისა და იმერეთის ქუჩებზე სანიაღვრე არხმა წყალი ვეღარ გაატარა და ქუჩებზე გადმოვიდა. დაიტბორა ათამდე სახლის ეზო და სარდაფი სურამში.

ადგილზე დილიდან მუშაობენ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, სამაშველო სამსახურისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის სპეც. ტექნიკა, ამ დროისთვის მიმდინარეობა ამოტუმბვის სამუშაოები.

შიდა ქართლის რეგიონის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტში სიტუაცია სტაბილურია. მცირე სახის შეფერხების გარდა, რეგიონის მაცხოვრებლებს მატერიალური ზარალი არ მიუღიათ.