ხაშურის მერობის კანდიდატებმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირეს
ხაშურის მერობის კანდიდატებმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირეს

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ხაშურის მე-10 საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა სახელისუფლებო კანდიდატმა.

გიორგი გურასპაშვილი საარჩევნო უბანზე შვილთან ერთად მივიდა. მისი განცხადებით, ისევე როგორც პირველ ტურში ამომრჩეველთა მხარდაჭერის იმედი აქვს.

„დღეს ველოდები დამაჯერებელ გამარჯვებას. პირველ ტურში კონკურენტთან შედარებით 4500 ხმით მეტი ავიღე. ეს დიდი უპირატესობაა, თუმცა დღეს ანგარიში ნულიდან დაიწყო”,- განაცხადა გურასპაშვილმა.

გამარჯვებაში დარწმუნებულია დამოუკიდებელი კანდიდატი რამაზ ნოზაძეც.

„გამარჯვების მოლოდინი მაქვს. როგორც ვიცი ყველა ოპოზიციური პარტია თავის რესურსით ალბათ მხარს დამიჭერს. თუმცა ოფიციალურად ჩემთვის მხარდაჭერა არავის გამოუცხადებია.

დარღვევები არსად არაა. რამდენიმე უბანზე შეინიშნებოდა ხელისუფლების წარმომადგენლების ყოფნა. მე და ჩემი კონკურენტი თანაბარ პირობებში ვიმყოფებით. გამარჯვებისთვის ვემზადები”,- განაცხადა რამაზ ნოზაძემ.