ხაშურის 35-ე საარჩევნო ოლქში „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებმა ერთი საჩივარი დაწერეს
ხაშურის 35-ე საარჩევნო ოლქში „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებმა ერთი საჩივარი დაწერეს

ხაშურის 35-ე საარჩევნო ოლქში „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ ერთი საჩივარი დაიწერა.

პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, საჩივარი პირველ საარჩევნო უბანზე მომხდარ ხარვეზს უკავშირდება. კერძოდ, საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ბიულეტენი შეცდომით გადასატან ყუთში ჩააგდო.

როგორც საოლქო კომისიის თავმჯდომარე იმედო ლაცაბიძე აცხადებს, პრობლემა ადგილზე იქნა აღმოფხვრილი. გადასატანი ყუთი უბნიდან ჯერ გასული არ იყო, მას ლუქი მოეხსნა და ხელახლა დაილუქა.

12:00 საათის მონაცემებით, ხაშურის ოლქში რეგისტრირებული 48956 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა 12% მიიღო.

თვითმმართველი ქალაქის ქუთაისის და თვითმმართველი თემების ყაზბეგის, ხაშურის, ბორჯომის, ოზურგეთისა და მარტვილის მერების 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურები ტარდება.