ხაშურის 32-ე საარჩევნო უბანზე „ქართული მარშის“ წევრების მისვლას ხმაური მოჰყვა
ხაშურის 32-ე საარჩევნო უბანზე „ქართული მარშის“ წევრების მისვლას ხმაური მოჰყვა

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, რამაზ ნოზაძის მხარდამჭერების ტაშისკარის 32-ე საარჩევნო უბანზე მისვლას ხმაური მოჰყვა.

რამაზ ნოზაძე შედეგების გაუქმებას ითხოვს. ის უბანზე მხარდამჭერებთან, „ქართული მარშის“ წევრებთან ერთად მივიდა.

დამოუკიდებელი კანდიდატის წარმომადგენელი უბანზე აზა ლაცაბიძე აცხადებს, რომ უბნის დახურვის შემდეგ, ხმის დათვლის პროცესის დროს კარი ღია იყო.

ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები. უბანზე ვითარება სპეცდანიშნულების რაზმის გამოჩენის შემდეგ განიმუხტა და რამაზ ნოზაძის მხარდამჭერებმა 32-ე საარჩევნო უბნის ტერიტორია დატოვეს.