ხაშური-ზესტაფონის საუღელტეხილო მონაკვეთზე შეჩერებული მატარებლების გაშვება ეტაპობრივად დაიწყება 

11:32, 01.02.2018

სარკინიგზო მაგისტრალზე მოძრავი მატარებლების შეფერხებასთან დაკავშირებით საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მკაცრი მეტეოროლოგიური პირობების გამო, ელექტროენერგიის შეზღუდვის შედეგად ხაშური-ზესტაფონის საუღელტეხილო მონაკვეთზე დროებითი შეფერხება შეექმნათ მაგისტრალზე მოძრავ მატარებლებს.

“ამჟამად ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია და მატარებლების გაშვება ხდება ეტაპობრივად. სს „საქართველოს რკინიგზის“ ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადასული”, – აღნიშნულია რკინიგზის განცხადებაში.

თბილისი-ზუგდიდის მატარებელი ხაშურშია გაჩერებული იყო.

მსგავსი