ხაშური-ზესტაფონის მონაკვეთზე ზუგდიდი-თბილისის მატარებლის მეოთხე ვაგონი ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა
ხაშური-ზესტაფონის მონაკვეთზე ზუგდიდი-თბილისის მატარებლის მეოთხე ვაგონი ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

ხაშური-ზესტაფონის მონაკვეთზე, სოფელ მარელისთან ზუგდიდიდან-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლის მეოთხე ვაგონი ლიანდაგს აცდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

მათივე ცნობით, კომპანიამ დამატებითი მატარებელი მარელისში უკვე გაგზავნა.

ხაშური-ზესტაფონის მონაკვეთზე, სოფელ მარელისთან ზუგდიდიდან-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლის მეოთხე ვაგონი ჯერ დაუზუსტებელი მიზეზების გამო, ლიანდაგს აცდა ორი გორგოწყვილით. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ ეტაპზე კომპანიის მთავარი საზრუნავი მგზავრების უსაფრთხოება და მათი სხვა მატარებელში გადაყვანაა.

კომპანიამ დამატებითი მატარებელი მარელისში უკვე გაგზავნა. საქართველოს რკინიგზა წუხს მომხდარის გამო და შექმნილი დისკომფორტისა და დაგვიანებისთვის მგზავრებს ბოდიშს უხდის. პარალელურად, მიმდინარეობს შემთხვევის მოკვლევა და მიზეზების დადგენა“,- აღნიშნულია რკინიგზის განცხადებაში.