ხაშური-ლიხის მონაკვეთზე სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად სარკინიგზო ხიდი დაზიანდა [ფოტო]
ხაშური-ლიხის მონაკვეთზე სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად სარკინიგზო ხიდი დაზიანდა [ფოტო]

ცენტრალური სარკინიგზო მაგისტრალის ხაშური-ლიხის მონაკვეთზე სამაშველო სამსახურია მობილიზებული.

სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად დაზიანებულია სარკინიგზო ხიდი, რომელიც ხაშურში გადის.

შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. მაგისტრალზე მოძრავმა სატვირთო ტრაილერმა , რომელსაც ტექნიკა გადაჰქონდა ხიდს შეეჯახა.

ხაშური-ლიხის მონაკვეთზე, რკინიგზის ხიდს სატვირთო მანქანა დაეჯახა. უსაფრთხოების მიზნით, ერთი საათით შეფერხდა მატარებლების მოძრაობა და გაჩერდა თბილისი-ფოთის მატარებელი. ამჟამად მოძრაობა აღდგენილია.

როგორც „საქართველოს რკინიგზაში“ აცხადებენ, ადგილზე უსაფრთხოების შემოწმების და მოკვლევის მიზნით მუშაობენ საქართველოს რკინიგზის შესაბამისი სამსახურები.