ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზაზე მოძრაობა თავისუფალია
ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზაზე მოძრაობა თავისუფალია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ30-კმ96 (ბორჯომი-ვალეს საზღვარი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით ინტენსიური თოვის გამო, ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის კმ30-კმ96 მონაკვეთზე იკრძალებოდა მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.