ხარკოვზე რუსეთის თავდასხმის შედეგად 32 ადამიანი დაშავდა
ხარკოვზე რუსეთის თავდასხმის შედეგად 32 ადამიანი დაშავდა

რუსეთის მიერ  უპილოტო საფრენი აპარატებით ხარკოვზე თავდასხმის შედეგად 32 ადამიანი, მათ შორის ორი არასრულწლოვანი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, დაშავებულთაგან ექვსი ჰოსპიტალიზებულია.

გავრცელებული ცნობით, რეგიონში, სულ მცირე, 13 აფეთქება მოხდა. თავდასხმას ხანძარი მოჰყვა, რის შედეგადაც შენობები, მათ შორის საცხოვრებელი კორპუსი, ავტოფარეხები, საოფისე შენობები და სუპერმარკეტი დაზიანდა.

წინასწარი ინფორმაციით, რუსულმა არმიამ თავდასხმისთვის „გერან-2“-ის ტიპის 19 უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ 19 ნოემბრის ღამეს ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 65 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატები გაანეიტრალეს.

უწყების ინფორმაციით, დრონების სამიზნეს ოთხი რეგიონი – ვორონეჟის, ბელგოროდისა და ბრიანსკის ოლქები და კრასნოდარის მხარე, ასევე შავი ზღვისა და აზოვის ზღვის ტერიტორიები წარმოადგენდა.