ხარკოვში მოსკოვის აგრესიის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეებმა რუსეთის საკონსულოს შენობას კვერცხები ესროლეს [ფოტო]
ხარკოვში მოსკოვის აგრესიის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეებმა რუსეთის საკონსულოს შენობას კვერცხები ესროლეს [ფოტო]

ხარკოვში მოსკოვის აგრესიის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეებმა რუსეთის საკონსულოს შენობას კვერცხები ესროლეს.

დემონსტრანტებმა კვამლის ყუმბარებსა და ფლაერებს ცეცხლი წაუკიდეს და დიპლომატიური დაწესებულების ეზოში ისროლეს, რა დროსაც საკონსულოს ტერიტორიაზე მდგარ ნაძვის ხეს ცეცხლი წაეკიდა.

უკრაინული მედიის ცნობით, აქციის მონაწილეები უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობის გამოცხადებას, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტასა და უკრაინიდან რუსი დიპლომატების გაძევებას ითხოვდნენ.

ქერჩის სრუტეში განვითარებული მოვლენების გამო, საპროტესტო აქცია გაიმართა კიევში, რუსეთის საელჩოსთანაც.

მოგვიანებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდა, რუსი დიპლომატების უსაფრთხოება უზრუნველყოს.