ხარკოვის სამხედრო-საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ქალაქზე სარაკეტო იერიშის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა

12:54, 05.02.2023

ქალაქ ხარკოვის ცენტრზე სარაკეტო იერიშის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. შესაბამის ინფორმაციას ხარკოვის სამხედრო-საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს.

სინეგუბოვის ცნობით, რუსეთის ძალებმა ხარკოვის მიმართულებით „ეს-300“-ის ორი რაკეტა გაუშვეს.

ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის განცხადებით, ერთ-ერთი რაკეტა ქალაქის ცენტრში საცხოვრებელ შენობას მოხვდა.

მსგავსი