ხარკოვის ოლქის ადმინისტრაციის უფროსის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ხარკოვში კონტრშეტევაზე გადავიდნენ და წარმატებას აღწევენ
ხარკოვის ოლქის ადმინისტრაციის უფროსის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ხარკოვში კონტრშეტევაზე გადავიდნენ და წარმატებას აღწევენ

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ხარკოვის ოლქში კონტრშეტევაზე გადავიდნენ და წარმატებას აღწევენ. გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპანტებისგან ბაზლიევკა, ლებიაჟიე და სოფელ კუტუზოვკას ნაწილი გაათავისუფლეს.

ამის შესახებ ტელეგრამზე ხარკოვის ოლქის ადმინისტრაციის უფროსი, ოლეგ სინეგუბოვი წერს.

ასევე ხარკოვთან ახლოს უკრაინელმა სამხედროებმა რეაქტიული ცეცხლით გაანადგურეს ხუთი რუსული ტანკი და ათი ჯავშანმანქანა.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოქალაქეებს, იყავით ფრთხილად, არ უგულებელყოთ განგაშის სიგნალი და გადაუდებელი საჭიროების გარეშე არ გამოხვიდეთ ქუჩებში“, – წერს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი.