ხარკოვის დაბომბვის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა
ხარკოვის დაბომბვის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა

ხარკოვის დაბომბვის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა. ჰიპერმარკეტის დაბომბვის შემდეგ 43 ადამიანია დაშავებული.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, გამომძიებლები აგროვებენ დნმ-ის ნიმუშებს ხარკოვში ჰიპერმარკეტის დაბომბვის შემდეგ დაკარგულთა ნათესავებისგან. დაკარგულად მიიჩნევა 16 მოქალაქე.

უკრაინის ქალაქი ხარკოვი 25 მაისს დაიბომბა. უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, ხარკოვის მიმართულებით რუსეთის მიერ გარღვევის საფრთხე მოგერიებულია და უზრუნველყოფილია სტაბილური თავდაცვა, ასევე სადაც რუსეთის არმია აგრძელებს შეტევას, განიცდის მნიშვნელოვან ზარალს. კიევში აცხადებენ, რომ ხარკოვის მიმართულებით რუსეთის არმიამ 179 ჯარისკაცი დაკარგა.