ხარკოვის დაბომბვას უკრაინის პრეზიდენტი სამხედრო დანაშაულად აფასებს
ხარკოვის დაბომბვას უკრაინის პრეზიდენტი სამხედრო დანაშაულად აფასებს

ხარკოვში განხორციელებულ დაბომბვას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სამხედრო დანაშაულად აფასებს.

ხარკოვში კასეტური ბომბების სამიზნე საცხოვრებელი კორპუსები გახდა, რასაც ცხრა ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის სამი მცირეწლოვანი.

„ეს მკაფიოდ სამხედრო დანაშაულია. მშვიდობიანი ქალაქი. მშვიდობიანი საცხოვრებელი ზონა. არავითარი სამხედრო დაწესებულებები. ათობით მოწმემ აღბეჭდა მტკიცებულება, რომ ის არ იყო ერთეული შეცდომითი გასროლა, არამედ გაცნობიერებულად ხალხის განადგურება. რუსებმა იცოდნენ, თუ სად ისროდნენ. ამ დანაშაულისთვის აუცილებლად გაიმართება საერთაშორისო ტრიბუნალი“, – განაცხადა ზელენსკიმ.