ხარების სადღესასწაულო წირვა აჭარაში მოქმედ ყველა ტაძარში ჩატარდა
ხარების სადღესასწაულო წირვა ჩატარდა აჭარაში მოქმედ ყველა ტაძარში.
განსაკუთრებული ხალხმრავლობა იყო ბათუმის ღვთისმშობლის შობის ტაძარში, სადაც ლოცვა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა მეუფე დიმიტრიმ აღავლინა. მრევლს შორის დაცული იყო დისტანცია. ზიარება კი ჩვეულებრივი წესით ჩატარდა.
„იცით თქვენ, როგორი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია თუნდაც ურწმუნოთა შორის ზიარების საკითხმა. მე ვერ ვიტყოდი, რომ მხოლოდ არაეკლესიურთა შორის, მე მქონდა საუბარი ისეთ ადამიანებთანაც, ვინც წლების მანძილზე ეზიარებოდა და ისინიც კი გარკვეულწილად ეჭვს გამოხატავდნენ. მე მათ ვამხნევებდი და ვეუბნებოდი, რომ არ შეიძლება საღმრთო ზიარება იყოს დამაინფიცირებელი, რამე თუ 2000 წელია ზიარების დროს ჩვენ ვეუბნებით მორწმუნეებს საკურნებლად სულისა და ხორცისა. როგორ შეიძლება საკურნებელმა სულისა და ხორცისამ დაგასნეულოს“, – განაცხადა ქადაგებისას მეუფე დიმიტრიმ.