ხარების დღესასწაულზე მცხეთის კურთხევის ცერემონია შესრულდება
ხარების დღესასწაულზე მცხეთის კურთხევის ცერემონია შესრულდება

ხარების დღესასწაულზე ქალაქ მცხეთის კურთხევის ცერემონია შესრულდება. 7 აპრილს სვეტიცხოველში საზეიმო ლიტურგიას მღვდელმთავრები აღავლენენ, რის შემდეგაც საზეიმო მსვლელობით მთელ ქალაქში ნაკურთხ წყალს ასხურებენ. ამის შესახებ სამების ტაძარში შეკრებილ მრევლს პატრიარქის არქიდიაკონმა აცნობა.

„მე-11 საუკუნეში წმინდა კათალიკოს-პატრიარქ მელქისედეკ პირველის მიერ შედგენილი ანდერძის მიხედვით, ხარება წმინდა დედაქალაქ მცხეთის დღესასწაულად და მისი კურთხევის დღეს დადგინდა. რამდენიმე წელია, რაც აღდგა ეს დღესასწაული, ხოლო წელს მისი უწმინდესობის ლოცვა -კურთხევით საეპისკოპოსო წირვის შემდეგ სვეტიცხოვლის ტაძარში მღვდელმთავარი და სამღვდელოება აკურთხებენ წმინდა დედაქალაქ მცხეთას” , – აღნიშნა არქიდიაკონმა დემეტრემ.