ხარაიშვილს მეტოქემ წარმატება უსურვა - გიბრალტარელი ქართველის ტრავმას გამოეხმაურა
ხარაიშვილს მეტოქემ წარმატება უსურვა - გიბრალტარელი ქართველის ტრავმას გამოეხმაურა
ლაიამ უოლკერმა გიორგი ხარაიშვილის ტრავმა გულთან ახლოს მიიტანა და სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით, ფაქტობრივად, მას გიბრალტარის ნაკრების ნაცვლად ბოდიში მოუხადა.
 
„იმედია, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, გიორგი ხარაიშვილი კარგად იქნება. მას მალე დაბრუნებას ვუსურვებ“, – ასე გაამხნევა „ტვიტერზე“ ლაიამ უოლკერმა ქართველი შემტევი ნახევარმცველი.
შეგახსენებთ, რომ 15 ოქტომბერს, „გიოტებორგის“ ქართველმა ლეგიონერმა საქართველოს ნაკრების ძირითად შემადგენლობაში პირველად ითამაშა – „გიოტებორგის“ ქართველმა ლიდერმა ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში გიბრალტართან სადებიუტო გოლით ანგარიში მე-10 წუთზე გახსნა.
მაგრამ 56-ე წუთზე, ჯეკ სერჯანტს შეეჯახა, მატჩის გაგრძელება ვეღარ შეძლო და მოედანი ექიმების დახმარებით დატოვა. ამის შემდეგ ფეხბურთელი ხანმოკლე პერიოდით კლინიკაში გადაიყვანეს. თავად სერჯანტს მომხდარზე არაფერი უთქვამს, ლაიამ უოლკერი კი გაცილებით ღირსეულად მოიქცა.