ხარაიშვილმა სეზონის პირველი გოლი შაქარაშვილის ხსოვნას მიუძღვნა (ვიდეო)

გიორგი ხარაიშვილმა შვედეთის ჩემპიონატში სეზონის პირველი გოლი გაიტანა – საქართველოს ნაკრებისა და „გიოტებორგის“ შემტევმა ნახევარმცველმა ეს ალსვენსკანის მერვე ტურში მოახერხა.

„გიოტებორგმა“ საკუთარ მოედანზე „ჰელსინგბორგს“ უმასპინძლა და მოგების მშვენიერი შანსი ხელიდან გაუშვა. გიორგი ხარაიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 83-ე წუთძე შეცვალეს.

მე-11 წუთზე „გიოტებორგი“ სწორედ ქართველამ შემტევმა დააწინაურა 1:0. ხარაიშვილმა შვედეთის ჩემპიონატში წლის პირველი საგანგებოდ აღნიშნა – „საბურთალოს“ ყოფილმა კაპიტანმა მაისური გამოაჩინა, სადაც გიორგი შაქარაშვილი იყო გამოსახული და 19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის ხსოვნას პატივი მიაგო.

მატჩი კი 1:1 დასრულდა. „ჰელსინგბორგმა“ 90+1-ე წუთზე ასად ალ ჰამლავის გოლით წონასწორობა აღადგინა და შეხვედრა ასეც დასრულდა 1:1. „გიოტებორგმა“ მოგების მშვენიერი შანსი ხელიდან გაუშვა და 8 ტურის შემდეგ 9 ქულით მე-11 ადგილზეა.