ხარაიშვილის წარმატებული სეზონი – ქართველი შვედეთის წლის სიმბოლურ გუნდშია

20:54, 04.11.2019

შვედეთში დასრულებულ სეზონში „გიოტებორგმა“ დიდ წარმატებას ვერ მიაღწია, თუმცა გუნდის ლიდერი გიორგი ხარაიშვილი წლის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი შვედეთის ჩემპიონატის წლის სიმბოლურ ნაკრებში ფეხბურთის სტატისტიკის საერთაშორისო ვებ-გვერდმა, „სოფასქორმა“ შეიყვანა. გიორგის შეფსასება საშუალო არითმეტიკული ჯამით 7.42 ქულაა და ამით ის წლის 11 რჩეულ ფეხბურთელს შორის მეხუთე ადგილზეა.

აღსანიშნავია, რომ შვედეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში „ოსტესუნდთან“ მოგებული (7:1) შეხვედრის შემდეგ, „სოფასკორმა“ ხარაიშვილის თამაში 10-ქულიან სისტემაში ძალიან მაღალი მაჩვენებლით, 8.6 ქულით შეაფასა.

დასრულებულ სეზონში „გიოტებორგში“ ხარაიშვილმა 28 შეხვედრაში შვიდი გოლი გაიტანა და რვა საგოლე გადაცემა გააკეთა.

მსგავსი