ხარაგაულში სარკინიგზო მშენებლობაზე დასაქმებული გაფიცული თანამშრომლების მოთხოვნები დაკმაყოფილდა
ხარაგაულში სარკინიგზო მშენებლობაზე დასაქმებული გაფიცული თანამშრომლების მოთხოვნები დაკმაყოფილდა

ხარაგაულში, სოფელ ბეჟათუბანში სარკინიგზო მშენებლობაზე დასაქმებულ გაფიცულ თანამშრომლებსა და კომპანია “ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს” შორის მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, კომპანიამ გაფიცულთა მოთხოვნები დააკმაყოფილა.

მოლაპარაკების პროცესში რკინიგზის პროფკავშირი იყო ჩართული. გაფიცულები სამუშაო პროცესს დაუბრუნდებიან.

სარკინიგზო მშენებლობაზე დასაქმებულთა გაფიცვა

გრძელდება. დასაქმებულები ჩინური კომპანიისგან უსაფრთხოების ნორმების დაცვასა და სახელფასო დავალიანების დაფარვას ითხოვენ.

ჩინურ კომპანიას „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში დასავლეთსა და აღმოსავლეთ საქართველოს შორის დამაკავშირებელი ცენტრალური რკინიგზის გვირაბი გაყავს.

კომპანიას 120 ადამიანი ჰყავს დასაქმებული, მათგან 60 საქართველოს, 60 კი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქეა.