ხარაგაულში, სარკინიგზო მშენებლობაზე დასაქმებულები ხვალ რკინიგზის წარმომადგენელთან შეხვედრას ელოდებიან

21:48, 16.01.2018

ხარაგაულში, სოფელ ბეჟათუბანში სარკინიგზო მშენებლობაზე დასაქმებულთა გაფიცვა გრძელდება. დასაქმებულები ჩინური კომპანიისგან უსაფრთხოების ნორმების დაცვასა და სახელფასო დავალიანების დაფარვას ითხოვენ.

17 იანვარს, 17:00 საათზე გაფიცულები საქართველოს რკინიგზის წარმომადგენელთან შეხვედრას ელოდებიან.

თუ შეთანხმება არ მოხერხდა და მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, გაფიცულები მშენებარე გვირაბის დაკეტვას გეგმავენ.

ჩინურ კომპანია ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში დასავლეთსა და აღმოსავლეთ საქართველოს შორის დამაკავშირებელი ცენტრალური რკნიგზის გვირაბი გაყავს.

კომპანიას 120 ადამიანი ჰყავს დასაქმებული, მათგან 60 საქართველოს, 60 კი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქეა.

მსგავსი