ხარაგაულში, საქასრიის ტყეში ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი იწვის
ხარაგაულში, საქასრიის ტყეში ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი იწვის

ხარაგაულში, საქასრიის ტყეში ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი იწვის.

წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 1 500 მ2 ფართობი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია ხუთი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, 25 მეხანძრე-მაშველი და იმერეთის რეგიონის სატყეო დეპარტამენტის თანამშრომლები.

მათივე ცნობით, დასახლებულ პუნქტებზე ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება.