ხარაგაულში მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
აღნიშნულის მიზეზი გახდა ის, რომ მდინარე ჩხერიმელამ, ხარაგაულის აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიასთან მდინარისაგან დამცავი კედელი ჩამოშალა და ელექტროენერგიის გადამცემ ორ საყრდენს ძირი გამოუთხარა.
მომხდარის გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდათ დაბა ხარაგაულში რიყისა და რკინიგზის უბნების, სოფელ ჩხერის, ჯაფაროულისა და ბაზალეთის რკინიგზის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას.
ამ დროისათვის „ენერგო-პრო ჯორჯია“ ელექტროენერგიის აღდგენის მიზნით სამუშაოებს აწარმოებს.
კომპანიაში განმარტავენ, რომ მოსახლეობას ელექტრომომარაგება დღის ბოლომდე აღუდგება.