ხარაგაულში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად ხარაგაული-საღანძილის საგზაო მონაკვეთი ჩაიკეტა

00:19, 04.05.2020

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ხარაგაული-საღანძილის საგზაო მონაკვეთზე მეწყერი ჩამოწვა. შედეგად, აღნიშნულ მონაკვეთზე გზა ჩაიკეტა.

გზის აღდგენის სამუშაოები უკვე დაწყებულია. ადგილზე მუშაობს შესაბამის ტექნიკა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, თემურ თაბუკაშვილის ინფორმაციით, გზაზე მოძრაობა რამდენიმე წუთში აღდგება.

მსგავსი