ხარაგაულში, ბეჟათუბნის სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულები გაიფიცნენ
ხარაგაულში, ბეჟათუბნის სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულები გაიფიცნენ

ხარაგაულში, ბეჟათუბნის სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულები გაიფიცნენ.

როგორც რკინიგზელთა პროფკავშირის წარმომადგენელმა პაატა ნინუამ პირველ არხს განუცხადა, დასაქმებულები ფიქრობენ, რომ დამსაქმებლის მხრიდან შრომის უსაფრთხოების პირობები არ არის დაცული და მუშაობა მათი სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია.

“100-მდე ადამიანი მუშაობს ბეჟათუბნის სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე. აქედან 60 ქართველია, დანარჩენები ჩინეთის მოქალაქეები არიან. ქართველები სრულად არიან გაფიცული. ისინი ზედმეტს არაფერს ითხოვენ. დამსაქმებელი ვალდებული იყო მოეწესრიგებინა დასაქმებულთა შრომითი პირობები. დასაქმებულები ფიქრობენ, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და ამიტომ გაიფიცნენ,” – ამბობს პაატა ნინუა.

სოფელ ბეჟათუბანში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობას კომპანია “ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო ახორციელებს”.

 

დატოვე კომენტარი