ხარაგაულში ავტობანის მშენებლობაზე სამი მუშა დაშავდა
ხარაგაულში ავტობანის მშენებლობაზე სამი მუშა დაშავდა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ უბისაში, სადაც ავტობანის მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობს, სამი მუშა დაშავდა. მათგან ორი სახლში მკურნალობს. კიდევ ერთი მუშა ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს. მას ნეკნების მოტეხილობა აქვს.

რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის შრომის ტექნიკური ინსპექტორის, პაატა ნინუას ინფორმაციით, შემთხვევა დილით მოხდა, რკინის კონსტრუქცია ჩამოინგრა და მუშები ნანგრევებში მოყვნენ.

მისივე თქმით, სამუშაოებს ჩინური კომპანია „ხუნანი” აწარმოებს.