ხარაგაულში 47 მედიკოსს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა და კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
ხარაგაულში 47 მედიკოსს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა და კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

ხარაგაულში რისკჯგუფში შემავალი პირების კორონავირუსზე ტესტირება გრძელდება. ამჯერად, კვლევა ხარაგაულის საავადმყოფოს თანამშრომლებს ჩაუტარდათ.

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, შმაგი ხიჯაკაძის ინფორმაციით, ლაბორატორიული კვლევის შედეგად, რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ხარაგაულის სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლებს „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდათ.

კვლევა სულ 47 მედიკოსს ჩაუტარდა.