უნგრეთის ქალაქ დებრეცენში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე კრივში, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა გიორგი ხარაბაძემ (75კგ) მეორე ორთაბრძოლაში თურქი მეტოქე დაამარცხა და ნახევარფინალურ ორთაბრძოლას ფრანგ მოკრივესთან გამართავს.
ნახევარფინალური ორთაბრძოლები თბილისის დროით 17:00 სთ-ზე დაიწყება.