„ხანი2 ჰესის“ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარების, მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების მიზნით, ინტერესთა გამოხატვა ცხადდება
„ხანი2 ჰესის“ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარების, მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების მიზნით, ინტერესთა გამოხატვა ცხადდება

ენერგეტიკის სამინისტრომ იმერეთის რეგიონში, ბაღდათის მუნიციპალიტეტში, მდინარე ლაიშურაზე ასაშენებელი „ხანი2 ჰესის“ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარების, მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების მიზნით, ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა. ინტერესთა გამოხატვა კომპანია BESTRENT-ისა და კომპანია CREDINVEST-ის განაცხადის საფუძველზე გამოცხადდა.

„ხანი2 ჰესის“ დადგმული სიმძლავრე 4.0 მეგავატია, სავარაუდო წლიური გამომუშავება კი 18.1 მილიონ კილოვატ-საათს შეადგენს. პროექტის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება 10,107,460 აშშ დოლარია.

დაინტერესებულმა პირებმა პროექტის განხორციელების შესახებ განაცხადი, ინტერესთა გამოხატვით დადგენილი პირობების შესაბამისად, ენერგეტიკის სამინისტროში 2017 წლის 30 ნოემბრის 18:00 საათამდე უნდა წარადგინონ.