ხანძრის შედეგად, წავკისის სატუმბო სადგურს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა, რის გამოც წყალმომარაგება შეიზღუდა კოჯორში, კიკეთში, ბეთანიაში, კვესეთსა და სამადლოში

21:45, 04.09.2022

დღეს, 4 სექტემბერს, დაბა წავკისში ხანძრის შედეგად, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წავკისის სატუმბო სადგურს ავარიულად შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება, – ამის შესახებ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სპეციალურ განცხადებაშია ნათქვამი.

„აღნიშნულთან დაკავშირებით, ამ დროისთვის წყალმომარაგება შეზღუდული აქვს დაბა კოჯორს, კიკეთს, ბეთანიას, კვესეთსა და სამადლოს.

წყალმომარაგების აღდგენის შესახებ ინფორმაციას კომპანია დამატებით გაავრცელებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი