ხანძრის გამო, დონალდ ტრამპმა კალიფორნია მასშტაბური უბედურების ზონად გამოაცხადა
ხანძრის გამო, დონალდ ტრამპმა კალიფორნია მასშტაბური უბედურების ზონად გამოაცხადა

ხანძრის გამო აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კალიფორნია მასშტაბური უბედურების ზონად გამოაცხადა. სტიქიას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, ათასობით ადამიანი კი, მაშველებმა რისკის ზონებიდან გამოიყვანეს.

აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, შტატი ფედერალურ დახმარებას მიიღებს.

ცეცხლის 585 კერას 14 000-ზე მეტი მეხანძრე ებრძვის. ძლიერი ქარი ხანძრის დასახლებული პუნქტებისკენ გავრცელების რისკებს აჩენს. ყველაზე დიდი ზარალი სამმა დიდმა კერამ გამოიწვია, რომელიც მთიან და ტყიან ადგილებში გაჩნდა.

მასშტაბურმა ხანძარმა კალიფორნიის უძველეს სახელმწიფო პარკში 100-მეტრიანი სექვოიას ხეები გაანადგურა.

გასულ კვირას, ანომალიური სიცხეებისას, ხანძრის კერები 12 000-ზე მეტმა მეხმა გამოიწვია.