ხანძარს რუსთავში სამი ადამიანი ემსხვერპლა
ხანძარს რუსთავში სამი ადამიანი ემსხვერპლა

​რუსთავში ხანძარს სამი ადამიანი ემსხვერპლა. პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, შემთხვევა მეგობრობის N3-ში გვიან ღამით მოხდა.

ორი ადამიანი შემთხვევის ადგილზე დაიღუპა, ერთი კი, კლინიკა „რუსთავში“ გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ერთ-ერთ დაშავებულს ამ წუთებში ოპერაცია უტარდება.

მომხდარის მიზეზს გამოძიება დაადგენს.