ხანძარი ბელიაშვილის ქუჩაზე [ფოტო-ვიდეო]

16:22, 14.02.2020

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩის 121 ნომერში ხანძარია.

როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ხანძარი საწყობში გაჩნდა, ცეცხლი უკიდია მუყაოს ყუთებსა და საბურავებს.

ხანძარი საკმაოდ დიდ ტერიტორიაზეა გავრცელებული. ადგილზე 12 სამაშველო ბრიგადა მუშაობს.

მსგავსი