ხამზატ ჩიმაევი 19 სექტემბერს ჯერალდ მეერშარტს დაუპირისპირდება
ხამზატ ჩიმაევი 19 სექტემბერს ჯერალდ მეერშარტს დაუპირისპირდება

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) ამომავალი ვარსკვლავი ხამზატ ჩიმაევი მომდევნო ბრძოლას, დიდი ალბათობით, 19 სექტემბერს გამართავს. მისი მეტოქე გამოცდილი ჯერალდ მეერშარტი იქნება. „ემ-ემ-ეი ფაითინგის“ (MMAFIGHTING) ინფორმაციით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა და სულ მალე ეს ბრძოლა ოფიციალურად დაანონსდება.

შეგახსენებთ, რომ ხამზატ ჩიმაევი, რომელიც ქართველი მებრძოლის გურამ ქუთათელაძის თანაგუნდელია ოქტაგონზე დაუმარცხებლად ასპარეზობს. მან UFC-ში უკვე მოასწრო ორი ბრძოლის გამართვა და დამაჯერებელი გამარჯვებები მოიპოვა. თანაც ხამზატმა ჯონ ფილიპსთან და რის მაკკისთან დაპირისპირებები 10 დღიანი ინტერვალით ჩაატარა, რაც UFC-ის რეკორდია.

ჩიმაევს მომდევნო ბრძოლის გამართვა აგვისტოში სურდა, თუმცა ვიზის პრობლემების გამო მან ამერიკაში ჩასვლა ვერ შეძლო.

რაც შეეხება მის მომდევნო მეტოქეს, ჯერალდ მეერშარტმა ბოლოს UFC 250-ის ფარგლებში იან ჰაინეშთან წააგო. მას მორიგი დაპირისპირება პირველ აგვისტოს ედ ჰერმანთან უნდა გაემართა, თუმცა მეერშარტს კორონავირუსი აღმოაჩნდა და ის ბრძოლას ავტომატურად ჩაეხსნა.