„რეალის“ ნახევარმცველი ხამეს როდრიგესი „სამეფო კლუბის“ დატოვებას აპირებს და ახალ გუნდს ეძებს, – იუწყება El Pais.
წყაროს ინფორმაციით, კოლუმბიელ ფეხბურთელთან განშორების წინააღმდეგები არც მადრიდელები არიან, რადგან ხამესს კლუბი ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ხელფასს უხდის.
„რეალის“ ხელმძღვანელობა გეგმავს, რომ ანაზღაურებასა და ტრანსფერებზე თანხა დაზოგოს, რომ კორონავირუსით გამოწვეული ფინანსურ კრიზისი დაძლიონ.
ხამეს როდრიგესის კონტრაქტი მადრიდულ კლუბთან 2021 წლის 30 ივნისს იწურება. კოლუმბიელი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულებად 32 მილიონი ევრო სახელდება.