„ხალხის პარტია“, „დემოკრატიული საქართველო“ და „ქართული დასი“ ერთ ბლოკში გაერთიანდნენ
„ხალხის პარტია“, „დემოკრატიული საქართველო“ და „ქართული დასი“ ერთ ბლოკში გაერთიანდნენ

„ხალხის პარტიამ“, საზოგადოებრივმა მოძრაობამ „დემოკრატიული საქართველო“ და „ქართულმა დასმა“ ერთ ბლოკში გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღეს, – ამის შესახებ განცხადება ჯონდი ბაღათურიამ გააკეთა.

მისი განმარტებით, 2020 წლის ოქტომბრის არჩევნებში ერთიანი საარჩევნო სიით, კოალიცია „ჯონდი ბაღათურია – ქართული დასის“ სახელით იქნებიან წარმოდგენილები.

დღევანდელ პრეზენტაციას „ხალხის პარტიის“ თავმჯდომარე, იურისტი ლექსო კობაიძე და საზოგადოებრივი მოძრაობა „დემოკრატიული საქართველოს“ ხელმძღვანელი დავით ოსეფაშვილი დაესწრნენ.

როგორც კოალიციის წევრებმა განაცხადეს, დღეიდან ისინი აქტიურ საარჩეევნო კამპანიას იწყებენ, ხოლო ორ დღეში თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენას გეგმავენ.

„დღეს სამმა ორგანიზაციამ-ხალხის პარტიამ“ , საზოგადოებრივმა მოძრაობა „დემოკრატიულმა საქართველომ“ და „ქართულმა დასმა“ მივიღეთ გადაწყვეტილება გავერთიანდეთ ამ არჩევნებში და ერთიანი საარჩევნო სიით გამოვიდეთ ამ ბრძოლაში, ეს არ არის მხოლოდ საარჩევნო ბლოკი, ჩვენ ვერთიანდებით და ხანგრძლივად ვაპირებთ ბრძოლას ქვეყნის და ერის გათავისუფლებას იმ მძიმე მდგომარეობიდან, რა მდგომარეობაშიც დღეს საქართველო იმყოფება. მინდა წარმოგიდგინოთ „ხალხის პარტია“, ეს არის ლეგენდარლი პარტია, რომელიც ჩემმა კოლეგამ და მეგობარმა კობა დავითაშვილმა დააფუძნა. დღეს დავითაშვილი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო ჩვენთან ვერ იმყოფება, მაგრამ ამ პარტიას ჰყავს ღირსეული საქმის გამგრძელებელი, ღირსეული თავმჯდომარე ლექსო კობაიძე, ასევე დავით ოსეფაშვილი, რომელიც არის ცნობილი პოლიტოლოგი და ექსპერტი. საარჩევნო სუბიექტის სახელი არის „ჯონდი ბაღათურია-ქართული დასი“, ანუ ამ ერთიანი სიით ვიყრით ჩვენ ყველანი კენჭს“, – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.