„ხალხის ძალისა“ და „ქართული ოცნების“ დეპუტატებს მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები სტვენით დახვდნენ [ვიდეო]

საქართველოს პარლამენტში, სადაც „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენაა დაგეგმილი, მედიისა და არასამთავრობო სეტორის წარმომადგენლები მივიდნენ.

შეკრებილებს თან აქვთ ტრანსპარანტები, რომლითაც კანონპროექტს აპროტესტებენ.

მედიისა და არასამთავრობო სეტორის წარმომადგენლები „ხალხის ძალისა“ და „ქართული ოცნების“ დეპუტატებს სასტვენებითა და შეძახილებით დახვდნენ.