ხაიში-ლახამულის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

21:25, 11.01.2021

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ70-კმ100 (ხაიში-ლახამულა) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მოძრაობის შეზღუდვის მიზეზი ქვის ცვენა და ზვავსაშიშროება გახდა.

მსგავსი