ხაბაროვსკსა და ვლადივასტოკში ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციებზე რამდენიმე პირი დააკავეს
ხაბაროვსკსა და ვლადივასტოკში ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციებზე რამდენიმე პირი დააკავეს

ხაბაროვსკსა და ვლადივასტოკში ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციებზე მონაწილეების დაკავება დაიწყეს. დაკავებულთა შორის არიან ჟურნალისტები ეკატერინა იშენკო, რომან ლაზუკოვი და ვალერია ფედორენკო.

რუსული მედიის ცნობით, ვლადივასტოკში სულ 20 ადამიანი დააპატიმრეს. აქციები ასევე მიმდინარეობს ირკუტსკში, ნოვოსიბირსკში, ტომსშკი, ულან-უდეში, იუჟნო-სახალინსკეში, მაგადანსა და კრასნოარსკში.

ნოვოსიბირსკში ქუჩაში გამოსულია ათასამდე ადამიანი. ოპოზიციონერის მხარდასაჭერად მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები 23 იანვარს გაიმართა. სამართალდამცველებმა არასანქცირებული აქციების 3 500-მდე მონაწილე დააკავეს. თავად ალექსეი ნავალნი კი, 30 დღიან პატიმრობაში იმყოფება. ის სამშობლოში 17 იანვარს დაბრუნებისთანავე, აეროპორტში აიყვანეს.