კევინ მაკარტი - კონგრესის წარმომადგენელთა პალატა გამოიძიებს იუსტიციის დეპარტამენტის მიერ ჯო ბაიდენის არასწორად შენახულ საიდუმლო დოკუმენტებთან დაკავშირებულ საქმის წარმოებას
კევინ მაკარტი - კონგრესის წარმომადგენელთა პალატა გამოიძიებს იუსტიციის დეპარტამენტის მიერ ჯო ბაიდენის არასწორად შენახულ საიდუმლო დოკუმენტებთან დაკავშირებულ საქმის წარმოებას

კონგრესის წარმომადგენელთა პალატა სრულად გამოიძიებს იუსტიციის დეპარტამენტის მიერ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის არასწორად შენახულ საიდუმლო დოკუმენტებთან დაკავშირებულ საქმის წარმოებას, – ამის შესახებ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, კევინ მაკარტიმ განაცხადა.

კონგრესის ქვედა პალატის სპიკერის თქმით, ბაიდენის მფლობელობაში აღმოჩენილი საიდუმლო დოკუმენტები მთავრობის თვალთმაქცობას აჩვენებს.

„კონგრესს აქვს დამოუკიდებელი, კონსტიტუციური ვალდებულება, გააკონტროლოს იუსტიციის დეპარტამენტის ყველა ასპექტი და ეს მოიცავს სპეციალურ პროკურორებსაც. ასე რომ, ჩვენ გვექნება როლი ზედამხედველობაში, თუ რა ხდება იქ. ათასობით ადამიანიდან, რომლებიც მუშაობენ გამოძიების ფედერალურ ბიუროში, რატომ ხდება ყოველ ჯერზე, რომ, როდესაც „რესპუბლიკელზე“ გამოძიება მიმდინარეობს, ისინი ყოველთვის ერთმანეთზე არიან მიბმული. განა არ შეიძლება, ბიუროში გვყავდეს დამოუკიდებელი ადამიანი, რომელსაც არაფერთან კავშირი არ აქვს რაიმეს გამოსაძიებლად?“ – განაცხადა კევინ მაკარტიმ.