კევინ მაკარტი - გამოძიების შედეგად აღმოვაჩინეთ, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა მოატყუა ამერიკელი ხალხი, თითქოს მან არ იცოდა თავისი ოჯახის საგარეო ბიზნეს გარიგებების შესახებ
კევინ მაკარტი - გამოძიების შედეგად აღმოვაჩინეთ, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა მოატყუა ამერიკელი ხალხი, თითქოს მან არ იცოდა თავისი ოჯახის საგარეო ბიზნეს გარიგებების შესახებ

ამერიკელმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ საჯარო ოფისები არ იყიდება, ფედერალური მთავრობა არ გამოიყენება იმისთვის, რომ დაფაროს პოლიტიკურად ასოცირებული ოჯახის ქმედებები, – ამის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, კევინ მაკარტიმ განაცხადა.

მაკარტის თქმით, მოუწოდებს პრეზიდენტს და მის გუნდს, გამჭვირვალობის ინტერესებიდან გამომდინარე, სრულად ითანამშრომლონ გამოძიებასთან.

„მზად ვართ, მივიღოთ პასუხები ამერიკელი საზოგადოებისთვის. ჩვენ მივალთ იქ, სადაც მტკიცებულებები მიგვიყვანს“, – აღნიშნავს მაკარტი.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის განმარტებით, გამოძიებამ აჩვენა, რომ ბაიდენი ატყუებდა ამერიკელებს, თითქოს მან არ იცოდა ოჯახის ბიზნეს გარიგებების შესახებ.

„ჩვენი გამოძიების შედეგად აღმოვაჩინეთ, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა მოატყუა ამერიკელი ხალხი, რომ მან არ იცოდა თავისი ოჯახის საგარეო ბიზნეს გარიგებების შესახებ. თვითმხილველები ამტკიცებენ, რომ პრეზიდენტი რამდენიმე სატელეფონო საუბარში მონაწილეობდა გარიგებების ფარგლებში. მხოლოდ სახაზინო დეპარტამენტს აქვს 150-ზე მეტი ტრანზაქცია ბაიდენის ოჯახთან და სხვა ბიზნეს პარტნიორებთან, რომლებიც აშშ-ის ბანკებმა საეჭვო აქტივობად დაასახელეს“,- დასძინა კევინ მაკარტიმ.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის იმპიჩმენტის საკითხზე მოკვლევას იწყებს. თეთრ სახლში აცხადებენ, რომ არ არსებობს საფუძველი გამოძიებისთვის და შესაძლო იმპიჩმენტისთვის.