კევინ მაკარტი – ბნელი დღეა აშშ-სთვის, მე და ყველა ამერიკელი, ვისაც კანონის უზენაესობის სჯერა, ტრამპთან ერთად ვდგავართ მძიმე უსამართლობის წინააღმდეგ
მე და ყველა ამერიკელი, ვისაც კანონის უზენაესობის სჯერა, პრეზიდენტ ტრამპთან ერთად ვდგავართ ამ მძიმე უსამართლობის წინააღმდეგ, – ამის შესახებ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, კევინ მაკარტი სოციალურ ქსელში წერს.
კევინ მაკარტი დონალდ ტრამპისთვის საიდუმლო დოკუმენტების უკანონო გამოყენებისთვის ბრალის წარდგენას გამოეხმაურა.
„დღეს მართლაც ბნელი დღეა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. არაკეთილსინდისიერია პრეზიდენტის მხრიდან ბრალის წაყენება წამყვანი კანდიდატისთვის, რომელიც მას უპირისპირდება. ჯო ბაიდენი ათწლეულების განმავლობაში ინახავდა საიდუმლო დოკუმენტებს. მე და ყველა ამერიკელი, ვისაც კანონის უზენაესობის სჯერა, პრეზიდენტ ტრამპთან ერთად ვდგავართ ამ მძიმე უსამართლობის წინააღმდეგ“, – წერს კევინ მაკარტი.
Today is indeed a dark day for the United States of America.
It is unconscionable for a President to indict the leading candidate opposing him. Joe Biden kept classified documents for decades.
I, and every American who believes in the rule of law, stand with President Trump…
— Kevin McCarthy (@SpeakerMcCarthy) June 9, 2023